
რუსეთმა საფრანგეთისა და იტალიის დიპლომატიური მისიების თანამშრომლები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთისა და იტალიის ელჩები უწყებაში დაიბარეს.
რუსეთის თქმით, საფრანგეთის საელჩოდან 34 თანამშრომელს აძევებენ, იტალიის საელჩოდან კი 24-ს. მათ ორ კვირიანი ვადა აქვთ, რომ ქვეყანა დატოვონ.
ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთმაც და იტალიამაც ათობით რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.