
უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაციის - U24-ის ელჩი გახდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
"ანდრეი შევჩენკო გახდა U24-ის პირველი ელჩი. ანდრეიმ თავისი შრომითა და სპორტული მიღწევებით დიდი ნდობა მოიპოვა საერთაშორისო არენაზე და ახლა მას აქვს ახალი მნიშვნელოვანი მისია - უთხრას მსოფლიოს უკრაინაში მომდინარე მოვლენების შესახებ და გამოიყენოს თავის ავტორიტეტი საერთაშორისო დახმარების გასაზრდელად. დარწმუნებული ვარ წარმატებას მიაღწევ",-დაწერა ზელენსკიმ.
ანდრეი შევჩენკო პრეზიდენტ ზელენსკის კიევში, პრეზინტის სასახლეში შეხვდა.