ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, 3-თვიანი პაუზის შემდეგ, კიევში საელჩო დააბრუნა.
"ჩვენ მუშაობას ოფიციალურად ვანახლებთ" - თქვა სპიკერმა დანიელ ლანგენკამპმა.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში, თავდაპირველად, დიპლომატების მცირე რაოდენობა დაბრუნდება.
შეერთებულმა შტატებმა კიევიდან დიპლომატები მას შემდეგ გაიწვია რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა.