
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის აზრით, არ შეიძლება, "ერთმა სისხლის სამართლის საქმემ ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს". ასე უპასუხა მან "იმედის" ეთერში ჟურნალისტის კითხვას - მოახდენს თუ არა რაიმე გავლენას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება.
"ჩემი აზრით, ეს შეკითხვა ძირშივე არასწორი მგონია, ვინაიდან, არ შეიძლება ერთმა სისხლის სამართლის საქმემ, რომელიც სისხლის სამართლის საქმეა და არა როგორც სახალხო მგონი დამცველს გონია, რომ ამ საქმეში სისხლის სამართალი საერთოდ არაფერ შუაშია, სისხლის სამართლის საქმემ ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს, ან ვინმე მისცეს იმის უფლება, რომ ეს ესოდენ მნიშვნელოვან საქმედ აქციოს.
თუმცა, არიან უცხოელების ჯგუფი, რომლებსაც ეს აღელვებთ და უცხოელთა ეს ჯგუფი ცდილობს, რომ ქართველ ხალხს მიყიდოს თავის თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი, თვით ევროპა და თუკი ისინი რაღაცით არიან უკმაყოფილოები, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, NATO და ფრანგები, გერმანელები, პოლონელები და ყველა გვერჩის ერთიანად. ეს არის უცხოელების პატარა ჯგუფი", - თქვა თეა წულუკიანმა.
იხილეთ ასევე: