რუსები აზოვსტალს ისევ ესვრიან | ასაფეთქებლების სიმძლავრე ხიროსიმას და ნაგასაკის ატომური ბომბების სიძლიერეს აღემატება

გამოქვეყნდა:

აზოვსტალი ისევ იბომბება. მიუხედავად ქარხნის ტერიტორიიდან განხორცილებული ევკუაციისა, მტერი ქარხნის ტერიტოირას მაინც ბომბავს და იქ დარჩენილი სამხედროების ბლოკადას აგრძლებს. საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს ქალაქ მარიუპოლის მერიც.

ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, ოკუპანტების მიერ მარიუპოლში ჩამოგდებული ყველა ბომბის სიძლიერე ხიროსიმას და ნაგასაკის ატომური ბომბების სიძლიერეს აღემატება. ქალაქის მერმა ოკუპანტების უკრაინელი ერის წინაშე ჩადენიულ გენოციდში დაადანაშუალა.

ამ დრომდე მძიმე ვითარებაა დონეცკის ოლქის სხვა ქალაქებშიც. მტერმა იერიში მიიტანა ქალაქ ბახმუტში, 5 სართულიან საცოვრებელ კორპუსზე, რომელის ნაწილიც მთლიანად განადგურდა. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, მაშვლებმა ნანგრევებიდან 6 ადამიანი ამოიყვანეს. მათ სიცოცლხეს საფრთხე არ ემუქრება.

ოკუპანტებმა რუსების სასაფლაოდ ცნობილი სოფელი ჩერნობაევკაც დაბომბეს. იერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. რუსები სოფელს ჩერნობაევკის აღებას, სადაც ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადის ომის პირეველივე დღიდან უშედეგოდ ცდილობენ. უკრაინელმა ჯარისკაცებმა იქ რუსული კოლონა 18-ჯერ გაანადგურეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი