დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორი მოქმედების არტილერიისა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორი მოქმედების არტილერიისა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის. პრემიერმა, ბორის ჯონსონმა და უკრაინის პრეზიდენტმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართეს და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება განიხილეს.

იარაღს ბრიტანეთი უკრაინას დამატებით  1,3 მილიარდი ფუნტის ოდენობის დახმარების ფარგლებში მიაწვდის.

გარდა ამისა, ბორის ჯონსონმა დღეს კიდევ ერთხელ გამოხატა „უსაზღვრო აღფრთოვანება მარიუპოლის მამაცი დამცველებით“ და რუსეთს მოუწოდა ღირსეულად მოეპყროს სამხედრო ტყვეებს.

ზელენსკიმ და ჯონსონმა ასევე განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა, რამაც გამოიწვია განვითარებად ქვეყნებში სურსათზე ფასების ზრდა. ლიდერებმა განიხილეს უკრაინული მარცვლეულის მარაგების მომარაგებისთვის მნიშვნელოვანი საზღვაო და სახმელეთო მარშრუტების გახსნის გზები და პირობა დადეს, რომ დაიწყებენ სასწრაფო მუშაობას შემდეგ ნაბიჯებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი