აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა - ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმის" თეთრი სახლის კორესპონდენტი, მიშა კომადოვსკი ავრცელებს. კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გაეგზავნება. 

გავლენიანი გამოცემა Washington Post წერს, რომ სენატმა ხუთშაბათს მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდ დოლარზე მეტი ახალი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, გამოცემის ცნობით, პაკეტს მხარი დაუჭირა 86-მა 11-ის წინააღმდეგ. ყველა მოწინააღმდეგე რესპუბლიკელი იყო. 

კანონპროექტის მიხედვით, დახმარება მოიცავს 20,1 მილიარდ აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც, სავარაუდოდ, ითვალისწინებს მოწინავე იარაღის სისტემების გადაცემას, როგორიცაა საზენიტო რაკეტები და შორი დისტანციის არტილერია.

კანონპროექტში ასევე შედის 8 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინის ზოგადი ეკონომიკური მხარდაჭერა, თითქმის 5 მილიარდი დოლარის გლობალური სასურსათო დახმარება უკრაინის სოფლის მეურნეობის კოლაფსის შედეგად გამოწვეული საკვების პოტენციური დეფიციტის მოსაგვარებლად და 1 მილიარდ დოლარზე მეტი ერთობლივი მხარდაჭერა ლტოლვილებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი