რუსებმა 1000-ზე მეტი მანქანა გააჩერეს, რომლებითაც მოქალაქეები ზაპოროჟიეში გადასვლას ცდილობდნენ - უკრაინა

გამოქვეყნდა:

რუსებმა 1 000-ზე მეტ მანქანას, რომლითაც უკრაინელები გადაადგილდებოდნენ ზაპოროჟიეში, უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გასვლის საშუალება არ მისცეს. ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციამ პარასკევს განაცხადა, რომ ხალხით სავსე მანქანები, რომლებიც ევაკუაციას ცდილობდნენ, ქალაქ ვასილივკაში რუსეთის საგუშაგოზე ჩარჩნენ.

"ვასილივკაში ოკუპანტები ზედიზედ მეოთხე დღეა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1000-ზე მეტ მანქანას არ უშვებენ", - ნათქვამია Telegram-ის პოსტში.

ადმინისტრაციის ცნობით, მანქანებში ქალები და ბავშვებიც არიან. მათ საკვებისა და წყლის ფული აღარ აქვთ. 

უკრაინის მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრის მიერ Telegram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია მანქანების გრძელი რიგი გზის პირას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი