ოკუპანტების მიერ დანიშნული "გუბერნატორი" ამბობს, რომ ხერსონი მალე "რუსეთის ნაწილი იქნება"

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ხერსონში ოკუპანტების მიერ დანიშნული "გუბერნატორი" ამბობს, რომ სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული ქალაქი მალე "სრულად იქნება ინტეგრირებული რუსეთში". 

ვოლოდიმირ სალდო, რომელიც რუსებმა დანიშნეს მას შემდეგ, რაც მარტის დასაწყისში ტერიტორია აიღეს Telegram-ზე წერს, რომ ქალაქი გახდება "რუსეთის ფედერაციის ხერსონის ოლქი".

მისმა მოადგილემ, კირილ სტრემუსოვმა დაწერა, რომ მაცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის შეტანას უახლოეს კვირებში შეძლებენ, "როცა სიტუაცია დასტაბილურდება".

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მოსკოვი რეგიონში გეგმავს მოჩვენებითი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას. რუსეთი, ტრადიციულად ანექსიას უარყოფს. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თვის დასაწყისში თქვა, რომ რეგიონის მომავალი მისი მოსახლეობის ნებაზეა დამოკიდებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი