ლუგანსკის რეგიონში დაბომბვას მინიმუმ 13 ადამიანი ემსხვერპლა - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ხუთშაბათს რუსული დაბომბვის შედეგად, ოლქში სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. მისივე თქმით, განადგურდა საცხოვრებელი სახლები.

გაიდაი ამბობს, რომ თავდასხმების მიუხედავად, რუსეთმა ლუგანსკისა და დონეცკის ფრონტზე წინსვლა ვერ შეძლო.

"სევეროდონეცკზე თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსებმა საკადრო დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს", - თქვა მან.

სევეროდონეცკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეკსანდრ სტრიუკმა აღნიშნა, რომ ქალაქში ჯერ კიდევ 15 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა, რომლებიც თავშესაფრებში და სარდაფებში ცხოვრობენ.

"თითქმის ერთი კვირაა ქალაქი ელექტროენერგიის, ინტერნეტისა და კომუნიკაციების გარეშეა. ქალაქის საბინაო ფონდის დაახლოებით 70% განადგურდა", - თქვა მან. 

რუსეთი დონბასის რეგიონზე შეტევას ისევ აგრძელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი