"ქართული ოცნების" დეპუტატი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს "არ გააკრიტიკებენ, თუ ის მიუკერძოებელ განცხადებებს გააკეთებს".
ნიკილოზ სამხარაძის თქმით, ვინც ხელისუფლებას "კრიმინალის" არდასჯისკენ მოუწოდებს, ევროპულ ფასეულობებში "არ ჯდება".
"თუ ვიოლა, რა გვარია, ვიოლა ფონ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, მაშინ არც ჩვენი მხრიდან არ იქნება ამ შემთხვევაში ამ განცხადების კრიტიკა. ამიტომ, ძალიან მარტივია ეს, თუ ის მომხრეა და მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებს, მაშინ ამ თემებზე მოდი ერთად ვიმუშაოთ.
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს რომ არ დასაჯოს კრიმინალი და არ დასაჯოს კრიმინალი იმიტომ კი არა, რომ ის კრიმინალი არ არის, არ დასაჯოს ის იმიტომ, რომ ის არის პოლიტიკური, ეს ჩემთვის არ არის ევროპული ფასეულობები", - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვიოლა ფონ კრამონი კრიმინალების მფარველია. მისივე აზრით, ის, ანა ფოტიგა და კიდევ სხვები "ანტიევროკავშირები არიან".
კობახიძემდე ვიოლა ფონ კრამონი კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა. ვიცე-პრემიერის აზრით, "მას საქართველო და ქართველი ხალხი საერთოდ არ აღელვებს და ერევა ქართულ პოლიტიკაში".
ევროპარლამენტარმა ამ განცხადებას 7-პუნქტიანი პოსტით უპასუხა: