"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იმ ტექსტით საუბრობს, რასაც "რადიკალური ოპოზიცია, "ომის პარტია" იყენებს". მისი აზრით, ქართული საზოგადოება ვერ იგებს, სად არიან ისინი.
"უცბად ვერ მოითმინა ქალბატონმა ვიოლამ და დაიწყო ისევ იმ ტექსტით საუბარი, რა ტექსტითაც სწორედ ეს რადიკალური ოპოზიცია, ომის პარტია ლაპარაკობს. კრემლი, საბჭოთა კავშირი და ასე შემდეგ, ჩაბარდა ეგ წარსულს, ამ ნარატივით დღეს რომ ოპოზიცია და მისი ლობისტები საუბრობენ, ქართული საზოგადოება საერთოდ ვერ იგებს, სად არიან ისინი და რა დღის წესრიგით ცხოვრობს ხელისუფლება და საქართველო", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვიოლა ფონ კრამონი კრიმინალების მფარველია. მისივე აზრით, ის, ანა ფოტიგა და კიდევ სხვები "ანტიევროკავშირები არიან".
კობახიძემდე ვიოლა ფონ კრამონი კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა. ვიცე-პრემიერის აზრით, "მას საქართველო და ქართველი ხალხი საერთოდ არ აღელვებს და ერევა ქართულ პოლიტიკაში".
ევროპარლამენტარმა ამ განცხადებას 7-პუნქტიანი პოსტით უპასუხა: