ყველა შეეგუოს, რომ საქმე აქვს საქართველოსთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან - მაჭარაშვილი პარტნიორებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარებს და დასავლელ პარტნიორებს ურჩევს შეეგუონ, რომ საქმე აქვთ საქართველოსთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან. ამ ფორმით ის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას პასუხობს.

"ეს არ არის კრიტიკა, კრიტიკა აბსოლუტურად სხვა რამეა, უსამართლო განცხადება სხვა. ყველა შეეგუოს იმას, ჩემი პოზიციაა, რომ ყველა შეეგუოს, მიეჩვიოს, რომ საქმე აქვს საქართველოსთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვიოლა ფონ კრამონი კრიმინალების მფარველია. მისივე აზრით, ის, ანა ფოტიგა და კიდევ სხვები "ანტიევროკავშირები არიან". კობახიძემდე ვიოლა ფონ კრამონი კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა. ვიცე-პრემიერის აზრით, "მას საქართველო და ქართველი ხალხი საერთოდ არ აღელვებს და ერევა ქართულ პოლიტიკაში".

ევროპარლამენტარმა ამ განცხადებას 7-პუნქტიანი პოსტით უპასუხა: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი