შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას? - ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს პასუხი არ აქვს

გამოქვეყნდა:

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ნიკა გვარამიას ჯერ ისევ უცნობია. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჩვენი კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტების მოთხოვნაზე სალომე ზურაბიშვილს პასუხი ამ დრომდე  არ აქვს. მისი საპარლამენტო მდივანი ამ მიმართულებით დასმულ შეკითხვებს არ პასუხობს - "ვერაფერს ვერ გეტყვით, კომენტარს ვერ გავაკეთებ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით" - ასეთი პასუხი აქვს გიორგი მსხილაძეს "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვებზე, რა გეგმა აქვს პრეზიდენტს.

მსხილაძე დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, თუმცა რა მიზნით, უცნობია.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი