
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა და Nord Stream 2 AG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მატიას ვარნიგმა განაცხადეს, რომ რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს ტოვებენ. tass-ის ცნობით, განცხადება ამის შესახებ თავად კომპანიამ გაავრცელა.
Rosneft აღნიშნავს, რომ გაგებით ეკიდებიან გადაწყვეტილებას და მადლობას უხდიან მათ მხარდაჭერისთვის.
"ფასდაუდებელია მათი როლი რუსეთსა და გერმანიაში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მიზნად ისახავს გერმანიის ეკონომიკისა და მისი ინდუსტრიის ეფექტურობის გაუმჯობესებას და მისი მოქალაქეების კეთილდღეობას",- ნათქვამია პრესრელიზში.
ევროპარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს სანქციები შრედერზეც გავრცელდეს.