ვატიკანი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს | კულება პაპს უკრაინაში ჩასვლისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ვატიკანი მზად არის, უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს, თუკი ორივე მხრიდან იქნება მოწვევა - ამის შესახებ ვატიკანის წარმომადგენელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ვატიკანი მზადაა, ნებისმიერი შესაძლო საშუალებით ხელი შეუწყოს მოლაპარაკებების პროცესს.

"ნებისმიერი საშუამავლო საქმიანობა მოითხოვს ორი მხრიდან მოწვევას. თუკი წმინდა საყდარი მიიღებს უკრაინის და რუსეთის მხრიდან მოწვევებს, რათა ნებისმიერი შესაძლო საშუალებით ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებათა პროცესს, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებოდით და ყოველმხრივ შევეცდებოდით ამ პროცესისთვის დახმარებას", - თქვა წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა. 

დმიტრო კულება კი რომის პაპს მოუწოდებს, ჩავიდეს უკრაინაში, სადაც მილიონობით უკრაინელი ელოდება.

"მე ვუამბე მთავარეპისკოპოსს, რომ მილიონობით უკრაინელს იმედია ქვს, რომ პონტიფიკოსი ვიზიტით ჩამოვა უკრაინაში. ის გახდება სიმბოლო მხარდაჭერისა და სულიერი ზრუნვისა ყველაზე მძიმე პერიოდში არა მხოლოდ კათოლიკეებისთვის, არამედ მთლიანად უკრაინელი ხალხისთვის. ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც მწყემსმთავარი უნდა იყოს თავის სამწყსოსთან", - განაცხადა კულებამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი