
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინდოეთის პრემიერმინისტრს ნარენდრა მოდის პირისპირ შეხვდება. შეხვედრა მიმდინარე კვირაში იაპონიაში გაიმართება და მისი მიზანი იქნება დაარწმუნოს ინდოეთის პრემიერი შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
შეხვედრა "ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის" სამიტის ფარგლებში გაიმართება, სადაც ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოება, სავარაუდოდ, მთავარი საკითხი იქნება.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ბაიდენი-მოდის შეხვედრა "კონსტრუქციული და პირდაპირი" იქნება.