
საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საქმეთა საკითხებში, კლემენტ ბონიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი "15-20 წელი ვერ დასრულდება.
"ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები. თუ თქვენ ამბობთ, რომ უკრაინა ევროკავშირში 6 თვეში ან 1-2 წელიწადში გაწევრიანდება, იტყუებით. ამას დიდი დრო სჭირდება, ალბათ 15 ან 20 წელი",- თქვა მან ფრანგულ რადიოსთან
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. 8 აპრილს კიევში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს კითხვარი წარუდგინა, რომლის შევსება აუცილებელი ნაბიჯია უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. ქვეყანამ კითხვარის ორივე ნაწილი შეავსო.