"არასოდეს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის ისე, როგორც 24 თებერვალს" - რუსი დიპლომატი გაეროში თანამდებობას ტოვებს

გამოქვეყნდა:

გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მისიის მრჩეველმა ბორის ბონდარევმა თანამდებობა უკრაინაში რუსეთის "სისხლიანი და აბსოლუტურად უაზრო" ომის გამო დატოვა.

წერილში ბორის ბონდარევი წერს: "დიპლომატიური კარიერის 20 წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა შემობრუნება მინახავს, მაგრამ არასოდეს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის ისე, როგორც ამ წლის 24 თებერვალს".

მან ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის ომი იყო "არა მხოლოდ დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ, შესაძლოა, ყველაზე მძიმე დანაშაული რუსეთის ხალხის წინააღმდეგ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი