
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საერთო გეგმები უცნობია.
ოსტინმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებისას პუტინმა "აბსოლუტური ძალის, სიჩქარისა და ძალაუფლების გამოყენებას გეგმავდა, რათა კიევი აეღო და მთავრობა შეეცვალა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს".
"ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი ნამდვილად მიდიოდნენ ძალიან ნელა და წარუმატებლად ბრძოლის ველზე და მოსალოდნელი იყო, რომ ის გამოიყენებდა ძალაუფლების სხვა ბერკეტებს ან ინსტრუმენტებს, ის ამას აკეთებს, თუმცა რა არის მისი საერთო სტრატეგია, ეს უცნობია", - თქვა ოსტინმა.
ცნობისთვის, 23 მაისს უკრაინასთან დაკავშირებით 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მისი დასრულების შემდეგ, ოსტინმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე 20-მა ქვეყანამ უსაფრთხოების ახალი დახმარების პაკეტი გამოაცხადა.