
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხობის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ხარკოვის მეტრო სამშაბათიდან ფუნქციონირებას განაახლებს. თვეების განმავლობაში მეტროში მოქალაქეები აფარებდნენ თავს.
"ხვალ, 24 მაისს, ჩვენ თავიდან გავხსნით მეტროს. ყველა ხაზი ამოქმედდება. მეტროს მოძრაობა დილის 7:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე იქნება. ინტერვალები არ იქნება იგივე, როგორც ეს მშვიდობის დროს იყო. დაბომბვის დროს მეტროს დეპო დაზიანდა, ამიტომ ინტერვალები უფრო ხანგრძლივი იქნება",- თქვა ხარკოვის მერმა.
ტერკოვის ცნობით, მოქალაქეები, რომლებიც მეტროს აფარებდნენ თავს, საერთო საცხოვრებელში გადაიყვანეს.
"საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეეძლებათ მეტრო თავშესაფრად გამოიყენონ, განსაკუთრებით მეტროს მიწისქვეშა გადასასვლელები",- თქვა მან.
ხარკოვის მეტრო თავშესაფარი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ გახდა.