ოკუპანტმა მოსახლეობა დანაღმულ ტერიტორიაზე გაუშვა, ვინც აფეთქებას გადაურჩა დახვრიტეს - სამხრეთის სარდლობა

გამოქვეყნდა:

ნიკოლაივის რაიონში უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე სამოქალაქო მანქანაში დასახიჩრებული და დახვრეტილი ცხედრები იპოვეს. ინფორმაცია უკრაინის სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა.

წინასწარი მონაცემებით, მანქანები დანაღმულ ზონაში აფეთქდა, კოლონა ასევე დაბომბეს.

სარდლობის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა ევაკუაციას ცდილობდა, ოკუპანტებმა მათ ჯერ აჩვენეს გზა დანაღმული ტერიტორიის გავლით, შემდეგ კი, ვინც აფეთქებას გადაურჩა, დახვრიტეს.

 მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის ორი დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი