
"რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული ომი უკრაინაში უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ტოკიოში ისაუბრა. მან უკრაინაში მიმდინარე ომს საერთო ისტორიის ბნელი საათი უწოდა.
მისი თქმით, პუტინი ცდილობს კულტურის განადგურებასაც, რადგან რუსეთის სამიზნე უკრაინაში სკოლები, ეკლესიები და მუზეუმებია.
"უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ქუჩებში უდანაშაულო ადამიანები დახოცეს, მილიონობით ლტოლვილი, იძულებით გადაადგილებული ან გადასახლებულია. ეს არის მეტი, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი ეს არის გლობალური საკითხი. აშშ გააგრძელებს თავის პარტნიორებთან მუშაობას გლობალური რეაგირებისთვის, რუსეთის ინტერვენცია მხოლოდ ხაზს უსვამს აშშ-ის, იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის საერთო ღირებულებებს", - თქვა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა, პაკეტი მოიცავს 20,1 მილიარდ აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც სავარაუდოდ, ითვალისწინებს მოწინავე იარაღის სისტემების გადაცემას, როგორიცაა საზენიტო რაკეტები და შორი დისტანციის არტილერია.