უკრაინაში რუსეთის ომს 234 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 667-ზე მეტი - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე 234 ბავშვი დაიღუპა, 667-ზე მეტი კი დაშავდა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბავშვებიდან ყველაზე მეტი მსხვერპლი დონეცკის, კიევის, ხარკოვს, ჩერნიგოვის, ლუგანსკის, ხერსონის, მიკოლაევის, ზაპოროჟიეს, სუმისა და ჟიტომირის რეგიონებშია.

მათივე ცნობით, რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 848 სასწავლო დაწესებულება, მათგან 173 მთლიანად განადგურდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ მონაცემები საბოლოო არაა, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, ტერიტორიის ნაწილი კი ოკუპირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი