
ბირტიანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა გაძლიერა სამხედრო ოპერაციების ინტენსივობას დონბასის რეგიონში. უწყების ცნობით, რუსეთი ცდილობს ალყა შემოარტყას სევეროდონეცკს, ლისიჩანსკსა და რუბეჟნოეს.
განახლებაში ნათქვამია, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, ინარჩუნებს ეფექტურ სარდლობას და კონტროლს ფრონტზე.
"თუმცა რუსეთმა მიაღწია გარკვეულ ლოკალიზებულ წარმატებებს, ნაწილობრივ საარტილერიო დანაყოფების კონცენტრაციის გამო.
რუსეთის მიერ სევეროდონეცკის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, მთელი ლუგანსკის ოლქი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცევა. მიუხედავად ამისა, რომ ეს ამჟამად რუსეთის მთავარი ძალისხმევაა, ეს ოპერაცია, დონბასის დაპყრობის რუსეთის კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილის წარმოადგენს", - წერს დაზვერვა.
დაზვერვის ცნობითვე, თუ დონბასის ფრონტის ხაზი უფრო დასავლეთით გადავა, ეს გააფართოვებს რუსეთის საკომუნიკაციო ხაზებს და, სავარაუდოდ, მის ძალებს ლოჯისტიკური მომარაგების შემდგომი სირთულეები შეექმნება.