
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის" (CEPS) სტატიაზე აცხადებს, რომ მასში ბევრი შეცდომაა და ეტყობა, რომ დაუდევრადაა შედგენილი. მისივე აზრით, ეს ორი ავტორის მოსაზრებაა და ამით ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზე საუბარი შეუძლებელია.
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს სტატია CEPS-ის 2021 წლის თებერვლის კვლევას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც საქართველო ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის ლიდერია.
"გარდა იმისა, რომ ეს სტატია თავად ეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციის მიერვე წარმოებულ კვლევას, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ლიდერია, სტატიაშივე არის ბევრი შეცდომა, ეტყობა, რომ არის ძალიან დაუდევრად შედგენილი იმ კუთხით, რომ მაგალითად, წერია, რომ შარლ მიშელი ჩამოსული იყო მაისში იმისთვის რომ შეთანხმება შემდგარიყო, შეთანხმება, რომელსაც ჰქვია 19 აპრილის შეთანხმება, მაგალითად წერია, რომ ოპოზიცია მას შემდეგ გავიდა ბოიკოტზე პარლამენტიდან, როდესაც ნიკა მელია იქნა დაკავებული, არადა, ჩვენ ვიცით, რომ ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმში იყო დეკემბრიდანვე, როცა პარლამენტი შეიკრიბა. ასე რომ, ასეთი უზუსტობებია და ჩანს, რომ ბევრი კუთხით დაუდევრადაა შედგენილი", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
მისივე თქმით, ერთ-ერთმა მკვლევარმა დღეს თავად განაცხადა, რომ ის ამ სტატიას არ უერთდება და ეს წარმოადგენს არა ორგანიზაციის, არამედ ავტორების მოსაზრებას. იხილეთ ასევე: