
რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს საზღვარგარეთ გასაყიდად - წერს ტვიტერზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.
"რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, ტვირთავენ გემებზე, გადიან ბოსფორის სრუტეში და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს სიფხიზლისკენ და უარი თქვან ნებისმიერ მსგავს წინადადებაზე. ნუ იყიდით მოპარულს. ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები. ქურდობას არავისთვის იღბალი არ მოუტანია." წერს კულება ტვიტერზე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადანაშაულა რუსეთი უკრაინის ომში საკვების იარაღად გამოყენებაში. მისი თქმით, შედეგები უკვე ჩანს საკვების, სასუქებისა და ენერგიის გაზრდილ გლობალურ ფასებში.