
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმება რამდენიმე კვირაში მოხდება.
"ჩვენ ამჟამად ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ, ეს რამდენიმე კვირის საკითხია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი საინვესტიციო სამუშაოებისთვის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი ვითარება, როცა პუტინს არ ექნება ნავთობის მიღების საშუალება, რომ ის არ მოგვყიდის ნავთობს და შემდეგ უფრო მაღალ ფასად არ გაიტანს მსოფლიო ბაზარზე",- თქვა ლეიენმა CNN-თან.
ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი ეწინააღმდეგება ევროკომისიის შეთავაზებას 2023 წლის დასაწყისისთვის რუსული ნავთობის მოხმარების სრულად ჩანაცვლების შესახებ. რუსულ ნავთობზე ემბარგო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი იქნება.
ლეიენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა უკრაინის რეკონსტრუქციაში.
"რეკონსტრუქციისთვის ფინანსური საჭიროებების საშუალება ძალიან დიდია და ყველა ჩვენგანმა უნდა გადავიხადოთ ეს, ასევე საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმაც. მე ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, რომ რუსეთმა მისი წილი გადაიხადოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვიხილავთ სამართლებრივ შესაძლებლობებს ასევე, დამატებით რუსული აქტივების გაყინვას ამ მიზნით. ეს არ არის მარტივი სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამაზე", - თქვა მან.