
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატერინა კოლონას თქმით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი მალე უნდა მიიღოს.
გერმანელ კოლეგასთან ერთად, ბერლინში გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე კოლონამ ხაზი გაუსვა უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე.
"ჩვენ სწრაფად უნდა მივიღოთ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს რუსული ნავთობის იმპორტის მალე დასრულებას",-თქვა მან.
მიუხედავად უნგრეთის პოზიციისა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცდება. ის ასევე მიესალმა "აღსანიშნავ" ერთიანობას, რომელიც ევროკავშირმა აჩვენა.
"ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ, რადგან სწორედ ერთიანობაა ჩვენი ძალა", - თქვა კოლონამ.
იხილეთ ასევე: