
უკრაინის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ლუგანსკის და დონეცკის რაიონებში 24 მაისს რუსული ძალების მასობრივი თავდასხმების შედეგად სულ მცირე 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 15 დაშავდა.
სამხედროების ცნობით, რუსებმა გამოიყენეს თვითმფრინავები, მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, არტილერია, ტანკები, ნაღმტყორცნები და რაკეტები.
უკრაინის ამ ორი რეგიონის დიდ ნაწილს რუსულენოვანი სეპარატისტები აკონტროლებენ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ დონბასის რეგიონში მდგომარეობას "უკიდურესად რთული" უწოდა. მისი თქმით, რუსული ჯარების მიზანია, აღმოსავლეთ უკრაინის მთავარ ქალაქებში ყველაფერი გაანადგურონ.