რუსეთმა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რაიონებზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს რეგიონებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რეგიონული საბჭოს ცნობით, ზაპოროჟიეს 4 საკრუიზო რაკეტა ესროლეს, საიდანაც ერთი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

საბჭო ამბობს, რომ სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა, დაზიანებულია 62 შენობა ქალაქის საცხოვრებელ ადგილებში.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ თქვა, რომ ღამით მუდმივი საჰაერო თავდასხმის სიგნალიზაცია იყო ჩართული. 

"მტერმა დღეს დილით 3 რაკეტა ესროლა კრივოი როგს. დაარტყეს სამრეწველო საწარმოს, არის მძიმე ნგრევა. ვაზუსტებთ ინფორმაციას დაზარალებულების შესახებ", - თქვა მან.

რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში შეტევას აგრძელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი