გია ვოლსკი აშშ-ს ყოფილ ელჩს საქართველოში, იან კელის "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტს უწოდებს. ამ კომენტარით "ქართული ოცნების" წევრი და პარლამენტ8ის ვიცესპიკერი იან კელისა და დევიდ კრამერის ერთობლივ წერილს გამოეხმაურა სათაურით - "პუტინი მარცხდება უკრაინაში, თუმცა იმარჯვებს საქართველოში":
„იან კელი არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წარმოდგენილია როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი და გვიმტკიცებს, რომ კონკრეტული დანაშაულისთვის ადამიანის გასამართლება გვაშორებს ევროპას და ადამიანთა დიდი ჯგუფის წამება და განზრახ სიკვდილი ციხეებში და არამარტო ციხეებში, არის ის, რაც გვაახლოებს. ეს არის მისი მოსაზრება, რომელიც ერთ აბზაცში ძალიან მოკლედ გამოხატა მან და კრამერმა, რაც აბსოლუტური აბსურდია, თუ არა სისულელე,“ - ამბობს ვოლსკი.
ვრცელ პუბლიკაციაში იან კელი და დევიდ კრამერი ქართული ოცნების პოლიტიკურ ნაბიჯებს აფასებენ და წერენ, რომ ივანიშვილის გუნდი მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესით მოქმედებს რაც ქვეყანას სულ უფრო და უფრო აშორებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
სტატიაში ყოფილი დიპლომატები ნიკა გვარამიას დაკავებასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე.
იხილეთ ასევე: