
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის სამხრეთში მდებარე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გამარტივებაზე.
დადგენილებაში მითითებულია, რომ პირებს შეეძლებათ მოქალაქეობა მოითხოვონ ისეთი პირობების დაკმაყოფილების გარეშე, როგორიცაა რუსეთში ცხოვრების 5-წლიანი ვადა, საარსებო წყარო, რუსული ენის ცოდნა.
ასეთი პირებისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება უნდა განხორციელდეს განცხადების შეტანისა და დოკუმენტების წარდგენის დღიდან არაუმეტეს სამი თვის განმავლობაში.
ცნობისთვის, ხერსონი პირველი და ერთადერთი დიდი უკრაინული ქალაქია, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ზაპოროჟიეს კვლავ უკრაინა აკონტროლებს, მაგრამ ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია.