ხარკოვში, დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, მათ შორის ბავშვია

გამოქვეყნდა:

ხარკოვში ქალაქ ბალაკლიაში რუსი სამხედროების მხრიდან დაბომბვების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელის მრჩეველი, ნატალია პოპოვა ავრცელებს. 

მისი ცნობით, დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი