წულუკიანის რეპრესიები კიდევ უფრო მასშტაბური ხდება - ეროვნული მუზეუმიდან ბოლო დღეებში 40 ადამიანი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანის რეპრესიები კიდევ უფრო მასშტაბური ხდება. კულტურის ოდიოზური მინისტრის დავალებით ეროვნული მუზეუმიდან ბოლო დღეებში 40 ადამიანი გაათავისუფლეს. მათი უმრავლესობა, სხვა რეპრესირებულებთან ერთად დღეს სწორედ მუზეუმთან შეიკრიბა პროტესტის გამოსახატად. 
აქციის მონაწილეებს შორის იყო იულონ გაგოშიძეც. ცნობილი მეცნიერი, რომელიც ასევე ქართული ოცნების მინისტრის პოლიტიკას შეეწირა. ყველა რეპრესირებული ერთხმად ადასტურებს, რომ მათი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მათივე პოლიტიკური შეხედულებებია და სწორედ ეს არის პოლიტიკური დევნის მთავარი მტკიცებულება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი