აშშ, EU და ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიებაში დასახმარებლად, ჯგუფს ქმნიან

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინის გენერალურ პროკურატურას სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება. 

"ჯგუფი რჩევებსა და სწრაფ დახმარებას გაუწევს პროკურორებს, რომლებიც იძიებენ ომის დანაშაულებებს. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ მთელ რიგ საერთაშორისო ძალისხმევას სისასტიკის დევნისთვის, უკრაინის გენერალური პროკურატურა გადამწყვეტ როლს შეასრულებს სამხედრო დამნაშავეების დევნაში.“, - თქვა ბლინკენმა.

საკონსულტაციო ჯგუფი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს დოკუმენტირებულად აღნუსხავს. ამასთან, ბლინკენის განცხადებით, ჯგუფი  სამხედრო დანაშაულის საკითხზე მომუშავე განყოფილებას სტრატეგიულ რეკომენდაციებსა და დახმარებას გაუწევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი