რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, ყოველთვის არის ვიღაც, ვინც ამბობს: გავითვალისწინოთ მისი ინტერესები - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

​​უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის განცხადებას გამოეხმაურა.

საუბარია ჰენრი კისინჯერზე, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა უნდა დაეთანხმოს თავისი ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.

"რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთის სახელმწიფომ, არის ვიღაც, ვინც ამბობს: გავითვალისწინოთ მისი ინტერესები. წელს ეს დავოსში ისევ ისმოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ათასობით რუსულმა რაკეტამ დაარტყა უკრაინას, მიუხედავად ათიათასობით მოკლული უკრაინელისა, მიუხედავად ბუჩასა და მარიუპოლისა, მიუხედავად დანგრეული ქალაქებისა და მიუხედავად რუსული სახელმწიფოს მიერ აშენებული "ფილტრაციის ბანაკისა", სადაც ისინი კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ და ამცირებენ, ისე როგორც კონვეიერში.

რუსეთმა ეს ყველაფერი ევროპაში გააკეთა. მაგრამ მაინც, დავოსში, მაგალითად, ბატონი კისინჯერი ღრმა წარსულიდან გამოდის და ამბობს, რომ უკრაინის ნაჭერი რუსეთს უნდა გადასცეს, რომ არ მოხდეს რუსეთის გაუცხოება ევროპისგან", - თქვა ზელენსკიმ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი