რუსებმა დონეცკსა და ლუგანსკში 40-ზე მეტი ქალაქი დაბომბეს, დაიღუპა 5 ადამიანი - უკრაინა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ცნობით, რუსული ძალები თავს დაესხნენ 40-ზე მეტ ქალაქს აღმოსავლეთ დონბასსა და ლუგანსკის რეგიონებში. დაბომბვის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

"ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის 40-ზე მეტ ქალაქს ესროლეს, გაანადგურეს ან დააზიანეს 47 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის 38 სახლი და სკოლა. ამ დაბომბვის შედეგად დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 12", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.

გასულ თვეში რუსეთმა მიზნად დაისახა დონბასზე სრული კონტროლის დამყარება და ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა რეგიონში. რუსეთი რეგიონს სამი მხრიდან ესხმის თავს, რათა ალყაში მოაქციონ უკრაინული ძალები სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში.

თუ ეს ქალაქები დაეცემა, მთელი ლუგანსკი პოტენციურად რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცევა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი