სურსათის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის არა სანქციები, არამედ თქვენი ომი უკრაინაში - მიშელი კრემლს მიმართავს

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირების შედეგად, ქვეყნიდან ტონობით მარცვლეულის ექსპორტი ვერ ხერხდება. ამის გამო მსოფლიოში უკვე გლობალური შიმშილის საფრთხეს ხედავენ.

გაეროს შემდეგ, რუსეთს უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის დაშვება მოსთხოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

"კრემლო, შეწყვიტე დეზინფორმაციის გავრცელება. სურსათის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და გადაზიდვებს აფერხებს არა სანქციები, არამედ თქვენი ომი უკრაინაში.

20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული დაბლოკილია თქვენი ნაღმებითა და თქვენი ომით. უნდა შევაჩეროთ ომი და აღვადგინოთ სურსათის მიწოდების გლობალური ჯაჭვები", - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი