26 მაისი იყო სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის შედეგი - აშშ-ის საელჩო

გამოქვეყნდა:

ამერიკის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოცდაათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად, ქართველმა ხალხმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა შეინარჩუნა.

"საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო. 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის.

სამოცდაათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და დღესაც მისი იდეალების დამკვიდრებისკენ ისწრაფვის.

ყოველი 26 მაისი ამ დიდი მონაპოვარისა და თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!" - წერია საელჩოს განცხადებაში. 

ცნობისთვის, დღეს 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი