
უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ, დონეცკის რეგიონში 150-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა.
ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის ნებისმიერი სხვა რეგიონის მონაცემებს. პროკურატურის ბოლო ცნობებით, ჯამში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 240 ბავშვი ემსხვერპლა, 436-ზე მეტი კი დაშავდა.
ცნობები საბოლოო არაა, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.