
უკრაინელი წარმოშობის რუსი ჟურნალისტი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით შევიდა, შემოქმედებითი განსხვავებული აზრისთვის ვაცლავ ჰაველის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა.
ოვსიანიკოვამ Twitter-ზე დაწერა, რომ ჯილდოს რუსეთის შეჭრის შედეგად დევნილი უკრაინელების დასახმარებლად გამოიყენებს.
"შეუძლებელია ტირილის გარეშე შეხედო იმ ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ახლა კარვებში ცხოვრობენ. ძვირფასო უკრაინელებო, გვაპატიეთ თუ შეგიძლიათ..." - დაწერა მან.
ოვსიანიკოვამ პირდაპირი ეთერი შეაჩერა ახალი ამბების მიმდინარეობის დროს, მას ეჭირა ბანერი წარწერით "არა ომს".
ჯილდო შემოქმედებითი განსხვავებული აზრისთვის დააწესა ადამიანის უფლებათა ფონდმა (HRF) და გადაეცემა მათ, ვინც განსხვავებული აზრის გამოვლენას ეწევა უსამართლობის წინააღმდეგ.
პრიზს HRF-ის გარდაცვლილი თავმჯდომარის, ვაცლავ ჰაველის სახელი ეწოდა. ის ხელმძღვანელობდა არაძალადობრივ რევოლუციას, რომელმაც საბოლოოდ გაათავისუფლა ყოფილი ჩეხოსლოვაკია კომუნისტური მმართველობისგან.