დონორებმა საქართველოს 12 პროექტის დაბალი ათვისების გამო, 6 მილიონის "ვალდებულების გადასახადი" დააკისრეს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წელს, გეგმის მქონე 95 პროექტიდან 32-ის შემთხვევაში გეგმის  70%-ზე ნაკლები აითვისეს.

აუდიტის ცნობით, გამოყოფილი რესურსის დაბალი ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს (Commitment Fee) კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგეგმილზე დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას.

2021 წელს საგარეო წყაროებიდან მოზიდული საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში 60%-ზე დაბალი ათვისების 12 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 5.8 მლნ ლარს შეადგენს.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, 12 პროექტის დაბალი ათვისების გამო დონორებმა საქართველოს 5,771 მლნ მილიონის "ვალდებულების გადასახადი" დააკისრეს. ამ პროექტების ათვისება ჯამში 74,2 მლნ. ლარზე მეტი უნდა ყოფილიყო, 17 მლნ-ით შესრულდა.

ეს პროექტებია:

  1. პროფესიული განათლება I (KfW) - ბიუჯეტი 3.4 მლნ ლარი, ჯარიმა 195;
  2. იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) - ბიუჯეტი 3,45 მლნ. ლარი, ჯარიმა 964 000 ლარი;
  3. ბათუმის ავტობუსების პროექტი (E5P, EBRD) - ბიუჯეტი 4,8 მლნ.ლარი, ჯარიმა 20 000 ლარი;
  4. ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება - ბიუჯეტი 1,2 მლნ. ლარი, ჯარიმა -  1,178 000 ლარი;
  5. კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება - ბიუჯეტი 5 მლნ. ლარი, ჯარიმა -  390 000 ლარი;
  6. 500 კვ ეგხ "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" - ბიუჯეტი 25 მლნ ლარი, ჯარიმა 289,000 ლარი;
  7. მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II - 3,6 მლნ ლარი, ჯარიმა 288 000 ლარი;
  8. Log-in Georgia - ბიუჯეტი 2,1 მლნ ლარი, ჯარიმა 325 000 ლარი;
  9. თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) - ბიუჯეტი 25 მლნ. ლარი, ჯარიმა - 289 000 ლარი;
  10. ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q - ბიუჯეტი 1,6 მლნ. ლარი, ჯარიმა - 856 000 ლარი;
  11. მიწის ბაზრის განვითარება - ბიუჯეტი 15,4 მლნ. ლარი, ბიუჯეტი 146 000 ლარი;
  12. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ბიუჯეტი 2 მლნ. ლარი, ჯარიმა 6 000 ლარი;

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი