ფინეთის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ფინეთის პრემიერი, სანა მარინი უკრაინაში ჩავიდა. შეხვედრის ფოტოები ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ გამოაქვეყნა და ფინეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენთვის ფინეთის სამხედრო დახმარება ძალიან ღირებულია. იარაღი, სანქციების პოლიტიკა და ჩვენი პარტნიორების ერთიანობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში - ეს არის ის, რაც შეუძლია უზრუნველყოს სიძლიერე ჩვენი მიწის დაცვისთვის", - დაწერა ზელენსკიმ.

ფინეთის პრემიერ მინისტრი ირპენშიც იმყოფებოდა, სადაც განიხილა ქალაქის აღდგენაში დახმარების საკითხი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი