
რუსული პროპაგანდა ვლადიმერ პუტინისგან ამჯერად დაჭრილ სამხედროებზე მზრუნველის მითის შექმნას ცდილობს; კრემლის მედიამ გაავრცელა კადრები სადაც ჩანს, როგორ მოინახულეს ვლადიმერ პუტინმა და სერგეი შოიგუმ თითქოს დაჭრილი ჯარისკაცები.
მიუხედავად აქტიური რუსული პროპაგანდისა, უკრაინელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს რომ დაჭრილი ჯარისკაცები სინამდვილეში რიგითი აგენტები არიან. ამის დასადასტურებლად უკრაინელმა ჟურნალისტებმა სხვა ფოტო სურათიც გამოაქვეყნეს სადაც იგივე აგენტები პუტინთან ერთად დგანან.