ლუგანსკის რაიონში რუსეთის თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ 26 მაისს რუსებმა სევეროდონეცკში შესვლა სცადეს და საცხოვრებელი ადგილები დაბომბეს. 

სევერეოდონეცკზე თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი კი კამიშევახში დაიღუპა.

"სევეროდონეცკის მცხოვრებლებს უკვე დაავიწყდათ, როდესაც ქალაქში სიჩუმე დამყარდა მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში. რუსები საცხოვრებელ უბნებს უწყვეტად ესხმიან თავს", - ამბობს გაიდაი. 

სევეროდონეცკში დაბომბვის შედეგად 11 საცხოვრებელი კორპუსი და ერთი კერძო სახლი დაზიანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი