ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე | სააპელაციო სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო

გამოქვეყნდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის არსებითი განხილვა იწყება. ზემდგომი ინსტანცია საქალაქოს განაჩენზე იმსჯელებს. სააპელაციოში ორივე მხარე დავობს.

"წელიწადზე მეტია რაც ბიძინა ივანიშვილი, თავის პროკურატურით ცდილობს ზიანი მოგვაყენოს, მაგრამ ეს მას არ გამოსდის და არც გამოუვა, პირიქით, მინდა ვთქვა, რომ ხდება სრული ლუსტრაცია იმ სისტემის, რომელიც მართულია ერთი კაცის მიერ. ძალიან მალე, ჩვენ ვიხილავთ იმ ყურმოჭრილი შემსრულებლების ვინაობას, და არა მარტო ვინაობას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინ უკანონო გადაწყვეტილებაში, დევნაში იღებს მონაწილეობას, საკადრისი პასუხი გაეცემა", - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 12 იანვარს გამოაცხადა და ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ.

აღსანიშნავია, რომ მუხლი, რომელიც ფულის გათეთრებას გულისხმობდა, მოსამართლემ გადააკვალიფიცირა და თაღლითობის მუხლით შეცვალა. კერძოდ, გიორგი არევაძემ ისინი სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ცნო დამნაშავედ, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი