"სავარაუდოდ, მილიონ 300 ათასი ლარით აზარალეს სახელმწიფო" | ლევან ხაბეიშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, 2016 წელს, როდესაც ამჟამინდელი მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი იყო, ამ კომპანიამ სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი იყიდა იმ პირობით, რომ იქ 10-მილიონიან ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა ეს თანხა მოზიდული ამ დრომდე არ არის. 

ენმ-ის წევრის თქმით, ამ ქმედებებით ქარსელაძის ხელმძღვანელობით მოქმედმა კომპანიამ ბიუჯეტი სავარაუდოდ, მილიონ 300 ათასი ლარით აზარალა.

"კონკრეტული დოკუმენტაცია გვაქვს წარმოდგენილი, სადაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიის დირექტორი გახლდათ დღევანდელი მინისტრი 2016 წელს. მათ სახელმწიფოსგან ფაქტობრივად ჩალის ფასად იყიდეს მიწის ნაკვეთი, საუბარია განმუხურში 39 ათას კვ მეტრს მიწის ნაკვეთზე და იაფი გადაიხადეს იმიტომ, რომ თითქოს იქ 10-მილიონიან ინვესტიციას განახორციელებდნენ და ააშენებდნენ სასტუმროს. სახელმწიფოსგან ამ პირობებით იყიდეს, მაგრამ იქ 10 მილიონი ლარის კი არა, 10 თეთრის ინვესტიცია არ განუხორციელებიათ. არაფერი მსგავსი არ ხდება, რაც დაწერეს დოკუმენტაციაში და სავარაუდოდ, ამ კანონდარღვევით მილიონ 300 ათასი ლარით აზარალეს სახელმწიფო. ანუ, მოქალაქეების ქონება ფაქტობრივად დაიტაცეს და დღემდე საჯარო რეესტრში მათ ბალანსზე ირიცხება, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ვალდებულება შესრულებული არ აქვთ. ყველა ვადა არის დარღვეული.

ამიტომ, ეს ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიის დირექტორი იყო, არათუ მინისტრი უნდა იყოს არამედ უნდა იყოს ციხეში, რადგან მისი ხელშეკრულებით, მისი ხელმოწერით, როცა ის იყო დირექტორი, იმ კომპანიამ ხალხი, სახელმწიფო აზარალა სავარაუდოდ, მილიონ 300 ათასი ლარით. ახლა პროკურატურაში იმიტომ კი არ შემაქვს სარჩელი, რომ ამათი იმედი მაქვს, ეს დოკუმენტაცია უნდა იდოს თაროზე და ამ ადამიანებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა პროექტები, რომელთა განხორციელებასაც "ქართული ოცნება" მოსახლეობას დაჰპირდა, ამ დრომდე დასრულებული არ არის.

ამავე თემაზე:

აზარალეთ თუ არა სახელმწიფო 1 მილიონით, და თუ აზარალეთ, მინისტრი როგორ ხართ და ციხეში როგორ არ ხართ? | ხაბეიშვილი ქარსელაძეს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი