პარიზში, ლუვრის მუზეუმში ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატს, მონა ლიზას ტორტი ესროლეს. ნახატი გამჭვირვალე შუშითაა დაცული.
სოციალურ მედიაში ფაქტის ამსახველი კადრები გავრცელდა. მედიის ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი შშმ პირის ეტლით გადაადგილდებოდა, მას ქუდი და პარიკი ეხურა, მოგვიანებით ის ადგა და თვითმხილველების თვალწინ ნახატს ტორტი ესროლა.
როდესაც ის მუზეუმიდან გაიყვანეს, ფრანგულად თქვა: "იფიქრეთ დედამიწაზე, არიან ადამიანები, რომლებიც ანადგურებენ დედამიწას. ამიტომ გავაკეთე ეს, იფიქრეთ პლანეტაზე".
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მონა ლიზა ვანდალიზმის სამიზნე გახდა. 1956 წელს მას გოგირდმჟავა შეასხეს, სტუდენტმა კი ქვა ესროლა. რის შედეგადაც ქვედა ნახევარი მძიმედ დაზიანდა. ეტლით მოსარგებლე ქალმა 1974 წელს ტოკიოში გამოფენაზე ნახატს წითელი საღებავი შეასხა და უკმაყოფილება გამოხატა სპეციალური პანდუსების არარსებობის გამო.
რუსმა ტურისტმა მას ჭიქა ჩაი ესროლა 2009 წლის ზაფხულში. ნამუშევარი მოიპარეს საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1911 წელს და დაკარგული იყო თითქმის სამი წლის განმავლობაში.