NATO-ში აცხადებენ, რომ ვალდებულები არ არიან აღმოსავლეთ ევროპაში ძალების განლაგებისგან თავი შეიკავონ

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ნატო აღარ არის ვალდებული თავი შეიკავოს თავისი ძალების აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებისგან.

მირჩა ჯოანამ განუცხადა საინფორმაციო სააგენტო AFP-ს, რომ მოსკოვმა თავად გააუქმა ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი უკრაინაზე თავდასხმით და ალიანსთან დიალოგის შეწყვეტით.

1997 წლის დამფუძნებელი აქტი რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების აღდგენას ითვალისწინებდა.

"მათ მიიღეს გადაწყვეტილებები, აიღეს ვალდებულებები - რომ არ იქნებოდა აგრესია მეზობლების მიმართ, რასაც აკეთებენ და რეგულარული კონსულტაციები ნატოსთან, რასაც არ აკეთებენ. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ რეალურად ეს დამფუძნებელი აქტი ძირითადად არ ფუნქციონირებს რუსეთის გამო", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ნატო-ს ძალები ძლიერად, მოქნილად და მდგრადად იქნებიან აღმოსავლეთ ევროპაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი